შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე 27 ობიექტი დაჯარიმდა, 6 018-ს კი საქმიანობა შეუჩერდა.
დღეს, 14 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ფერაძემ უახლეს სტატისტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 12-13 დეკემბერს ზედმხედველობა გაეწია 328 ობიექტს, რომელთაგან 268 სიტყვიერად ან წერილობით გააფრთხილეს, 72 ობიექტი კი ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით შეისწავლეს – „დადგინდა, რომ აბსოლუტურად შეესაბამება პროტოკოლთან დადგენილ მოთხოვნებს“.
„რაც შეეხება რემონიტორინგის შედეგებს, განხორციელდა 42 ობიექტის შემოწმება და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 32 ობიექტი ითვალისწინებდა პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო 3 ობიექტი ამ შემთხვევაში დაჯარიმდა.
ჯამში, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრის საანგარიშო ერთობლივი მონიტორინგის შედეგად 31 ათასზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6018 ობიექტს, რეკომენდაციის აღსრულებაზე შემოწმდა.. აქ იგულისხმება პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები – 467 და, სამწუხაროდ, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, დაჯარიმდა 27 ობიექტი“, – ამბობს ფერაძე.
საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების თანახმად, სავაჭრო თუ სხვა სერვისის გამცემი ობიექტების ნაწილს მუშაობა შეუჩერდათ.
მაგალითად, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ, ფუნქციონირებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები. მუშაობა შეეზღუდათ გარემოვაჭრეებსაც.
ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:
შეზღუდვა ნიშნავს, რომ ონლაინ განახორციელონ საქმიანობა – ფერაძე მეყვავილეების პროტესტზე
