საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც “ნეტგაზეთს” ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დახმარების და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

“მართვით სუნთქვაზეა. არის არასტაბილური თერმოდინამიკა. დიაგნოზები არის სეფსისი, სეპტიკური შოკი, პოლიორგანული უკმარისობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა”, – აცხადებს ლევან ბესელია.

კობა დავითაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ერთი კვირის წინ მოათავსეს.