“მანამდე ირაკლი კოვზანაძე ფონდში ჩვეულებრივად აგრძელებს საქმიანობას”, – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში ნეტგაზეთთან საუბარში.


ირაკლი კოვზანაძე
ირაკლი კოვზანაძე


ირაკლი კოვზანაძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დღეს წარადგინეს. პარალელურად IPN-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპარტნიორო ფონდში კოვზანაძე შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჩაანაცვლოს.


საგანელიძის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს უკანასკნელი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *