”რამდენიმესაათიანია ზეიმი, რომელიც მოიწყეს ჩვენმა ოპონენტებმა. ყოველ შემთხვევაში ეს დარჩება რამდენიმესაათიან ზეიმად. ეს არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების არსს, თუ უნდა მიესაჯა მისთვის სასამართლოს, მაინც მიუსჯის – ის თავისუფალი შეხვდება განაჩენს თუ წინასწარ პატიმრობაში, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ მან იცის, რომ უნდა მიუსაჯონ და მაინც არის მტკიცებულებები მის წინააღმდეგ… მე შორს ვარ ამ სასამართლო პროცესებისგან,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ, მოსამართლე ლილი მსხილაძის თავმჯდომარეობით, დააკმაყოფილა გიგი უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე და ის სასამართლო დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *