“საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება დაუშვებელია. შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მისი დანაშაულზე წასწრება და დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტს. შსს-მ უნდა გააკეთოს მნიშვნელოვანი განცხადება, როგორ გადაიზარდა ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულში და დაამტკიცოს, რომ გადაიზარდა. გარდა ამისა, ის რომ 8 საათი აკავებ პარლამენტის წევრს, ამასაც სჭირდება სათანადო დასაბუთება. ვფიქრობ, ფაქტები უნდა დადგინდეს და თუ გაირკვევა, რომ უფლებამოსილებას გადააჭარბეს სამართალდამცავებმა, მათ პასუხი უნდა აგონ”, – განუცხადა კორძაიამ ნეტგაზეთს. 

 

მისი თქმით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ “იქ რეალურდ არის შეხლა-შემოხლა კარბელაშვილსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის”. 

 

“არ ვიცი იქ რა მოხდა და რით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის დანაშაული, რაზეც შსს ავრცელებს განცხადებას. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ის, რომ ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში მანქანას არ უნდა მართავდეს, ამაზე არ ვკამათობთ. მთავარი არის ის, რომ როდესაც პოლიციელი აჩერებს პარლამენტის წევრს და ის ეუბნება, რომ არის პარლამენტის წევრი, მეტი პასუხისმგებლობა მართებს როგორც პოლიციას, ასევე – პარლამენტის წევრსაც”.

 

გუშინდელ ფაქტზე გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

შსს-ს ცნობით, გიორგი კარბელაშვილი ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდებოდა. უწყება აცხადებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დეპუტატმა და მისმა თანმხლებმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულის ეკიპაჟის თანამშრომლებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *