“ისიც მხოლოდ შეეხებოდა ყირიმში, სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. ჩვენ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, პირველი ის, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, იმ მიღწეულ შედეგს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის, ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას, მოგეხსენებათ, მესამე წელია ეს დიალოგი წარმატებით მიმდინარეობს, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა. წლების წინ სწორედ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო ყოველგვარი დიალოგი. ჩვენი კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკით ამ ბაზრის ხელახალა გახსნა შევძელით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა პრემიერმა დღეს, 6 აგვისტოს მედიასთან საუბარში.
მედია საშუალებების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს საქართველოც შეუერთდა.
