კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღის მანძილზე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ლოკაციის შესახებ დამატებით ინფორმაციის მიღება, შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელ ხაზისა და ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით. 

 

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებენ:

 

“400 მმ-იან თუჯის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას დაზიანების არეალში მდებარე სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების სიმრავლე ართულებს.” 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დაზიანების შესახებ შეტყობინება კომპანიამ 22:25 საათზე მიიღო. ტექნიკური ბრიგადები ავარიის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 15 წუთში, 22:40 საათზე მივიდნენ და ოპერატიულად გადაკეტეს წყლის ჩამკეტი ურდულები. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გუშინ, ღამის 22:40 საათიდან მიმდინარეობს.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *