საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, მამაკაცი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.
მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.
