ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია გაავრცელებს.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2018 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე თბილისის მერის მოადგილე იყო. საქართველოს ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. როგორც პრესსასახურში ამბობენ, ახალ ბიზნესომბუდსმენს პრემიერი კანონით დადგენილ დროში წარადგენს.