“ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება ამ თემის აჟიტირება. აქ გაურკვეველი არაფერი არ არის. საქართველო პატარა სახელმწიფოა, სადაც ამდენი პრობლემაა და სადაც მძიმე სოციალური ფონია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვქონდეს ორი ასეთი მაღალი ტიპის რეზიდენცია, რაზეც ასეთი დიდი თანხხები დაიხარჯა. პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაზე 500 მილიონი დაიხარჯა, იმ ფონზე, როცა მოსახლეობას უჭირს. ეს იყო არასწორი. მით უმეტეს, მერე, როცა იყო გადაწყვეტილება მიღებული ათონელის რეზიდენციის დასრულებაზე, რომელშიც მონაწილეობდა პრეზიდენტი მარგველაშვილი. დღეს გაუგებარია მისი პოზიცია, როცა ამბობს, რომ მას არ აინტერესებს ამ რეზიდენციაში გადასვლა”, – ამბობს კალაძე.
კითხვაზე, ხომ არ გადავა ათონელის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი, კალაძემ უპასუხა, რომ ღარიბაშვილი თავს კანცელარიაში კომფორტულად გრძნობს.
“პრემიერს აქვს სამუშაო ადგილი კანცელარიაში, თავს კარგად გრძნობს. რაიმე ფუფუნება პრემიერ-მინისტრს არ სჭირდება, მან ამის შესახებ არაერთხელ გააკეთა განცხადება. რეზიდენციის თემით მიზანმიმართულად ხდება აჟიტირება, რომ ვიღავ იჩაგრება და ვიღაცას უნდა ჩაგრულის მანტია მოვასხათ”, – ამბობს კალაძე.
მინისტრის თქმით, საკითხის “აჟიტირებას” ზოგიერთი ტელევიზია და გარკვეული ჯგუფები ეწევიან, რომელთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

