სვეტიცხოველი სავსეა მომლოცველებით. მრევლის ნაწილმა ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა და ისინი ეკლესიის ეზოში დამონტაჟებული დინამიკით ისმენენ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს.
ტაძრის ეზოში გაშლილია 10-მდე კარავი. რამდენიმე კარავში მრევლის ის ნაწილი აფარებს წვიმას თავს, რომლებიც ტაძარში ვერ შევიდნენ და ეზოში უსმენენ პატრიარქის ეპისტოლეს.
სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილი დაცვის პოლიციის ინფორმაცით, საკლავი ჯერ არ დაუკლავთ. ტაძრის ეზოში გაშლილ კარვებში მაგიდები დგას და მათი განცხადებით, სავარაუდოდ, მრევლს აქ გაუმასპინძლდებიან.
პატრიარქმა ილია II-ემ გასულ თვეში განაცხადა, რომ აღდგომა დღეს ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდება. დაიკვლება 7 ცხვარი, ყოჩი და დიდმარხვა იქვე გახსნილდება:
“სასურველია, რომ თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს. ხალხს ექნება… იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას”, – განაცხადა ილია მეორემ.




