საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ორგანიზაცია “იდენტობის” წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯეს, რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს.


გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისათვის.


ცნობილი გახდა ასევე, რომ ხვალ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას ორგანიზაცია “იდენტობის” ოფისთან. გვინდა ყველას მადლობა გადსვუხადოთ მხარდაჭერისა და მორწმუნეთა თანადგომისათვის. მაგრამ შეგახსენებთ, რომ შობის დღეები სიმშვიდისა და სიყვარულის დღეებია. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მავანთა პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნაა. ვაცნობიერებთ რა ამ საშიშროებას, თხოვნით მივმართავთ ორგანიზატორებს, თავი შეიკავონ ღონისძიების ჩატარებისგან. 


კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და კეთილგონირებისაკენ,”– ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“იდენტობამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის თანამშრომლის, ირაკლი ვაჭარაძის პოსტს სოციალურ  ქსელში, რომელიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეეხება, მის და ორგანიზაციის მიმართ მუქარა მოჰყვა. ორგანიზაცია სამართალდაცავებს მიმართავს და თავის განცხადებაში იმ პირებსაც ასახელებს, რომლებიც “იდენტობას” და ირაკლი ვაჭარაძეს ემუქრებიან, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირი, არქიმანდიტი ანთიმოზია,  მეორე – ლადო სადღობელაშვილი. 

 

 ეს უკანასკნელი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს: 

 

“ირაკლი ვაჭარაძე – მოიხადე ბოდიში! ითხოვე პატიება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ „იდენტობა“ არ არსებობს! შენ და შენს კანტორას ელის ძალიან ცუდი დღეები! შენს ნაც კონტროლირებად-ექსტრემისტულ ორგანიზაციას უნდა მოეღოს ბოლო !!!
ჩვენთან არს უფალი!”

 

სადღობელაშვილი 10 იანვარს “იდენტობის” ოფისთან აქციასაც აანონსებს, რომლის მთავარი მოთხოვნა ამ ორგანიზაციის აკრძალვა იქნება. 

 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *