
ივანიშვილის 18 ივლისის ბრძანებით ეს თანამდებობა თამარ სანიკიძემ დაიკავა. იმავე დღეს გამოცემული ბრძანებებით, უფლებამოსილება შეუწყდათ განათლების მინისტრის მოადგილეებს – დავით ზურაბიშვილს, ალუდა გოგლიჩიძეს, ქეთევან ნატრიაშვილს.
ბრძანებებში საფუძვლად მითითებულია “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც “მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.”
გიორგი მარგველაშვილი მმართველი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 27 ოქტომბერს გაიმართება.
