გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, უნდა დაიწყოს გამოძიება თბილისში პარკების, გამწვანებებისა და სათამაშო მოედნების გასხვისების კანონიერებასთან დაკავშირებით:
“ეს ეხება არა მხოლოდ ასათიანის ბაღს, არამედ იპოდრომის ტერიტორიასაც. ჩვენი ინფორმაციით, უკანონოდ არის გასხვისებული [გამწვანება] გლდანში და დიღოშმი”, – აღნიშნა პროკურატურაში განცხადების შეტანის ერთ–ერთმა ინიციატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა და დასძინა, რომ პროკურატურამ უნდა გადახედოს მათი გასხვისების კანონიერებას.
