საბერძნეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 37 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
გარდაცვლილებს შორის, უმეტესად მოხუცები არიან, რომლებიც საკუთარ სახლებში იპოვეს.
წყალდიდობის შედეგად, საბერძნეთის ინდუსტრიული ქალაქები – მანდა, ნეა პერამოსი და მეგარა დაზარალდა. ძლიერმა წყალმა დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაანგრია სახლები და გადააყირავა მანქანები. როგორც ნეა პერამოსის მერმა BBC-თან საუბარში განაცხადა, ბოლო მონაცემებით 1000-მდე სახლია განადგურებული, რაც ქალაქის მესამედია.
რაც შეეხება, ქალაქ მანდრას, აქ დახურულია 20-ზე მეტი სკოლა. როგორც, CNN-ს ქალაქის მერიაში განუცხადეს, წყალდიდობის დროს, მოსახლეობა “დამწყვდეული იყო საკუთარ სახლებში”. მათ ამჟამად არ მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია.
საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ეროვნული გლოვა გამოაცხადა და დაზარალებულს ყველა საჭირო დახმარების გაწევას დაჰპირდა.
წყალდიდობა საბერძნეთში, არიან დაღუპულები
ასევე:
-
კრეტაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირანში სწავლობდა – „მონიტორი“
-
ათენის მახლობლად ხანძრის გამო, ხელისუფლება მოსახლეობას სახლების დატოვებისაკენ მოუწოდებს
-
19 წლის ქართველმა ათენის სკოლაში ორი ადამიანი დაჭრა – ბერძნული მედია
-
საბერძნეთი გახდა I მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა
-
20.10.2026
„გამოვრიცხავთ“ – ადვოკატის თქმით, ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებებს უარყოფს
-
20.10.2026
იმედი მაქვს, სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი – ღარიბაშვილის წერილი
-
20.10.2026
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს
-
20.10.2026
წყალტუბოს სანატორიუმები, რომლის განახლებასაც ივანიშვილი აპირებდა, ისევ აუქციონზე იყიდება
-
20.10.2026
ვითხოვთ მორატორიუმს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე – მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის
-
20.10.2026
პენიტენციური უარყოფს თანამესაკნეების მიერ ფეიქრიშვილის ცემის შესახებ ცნობას
