ახალი ამბები

19 წლის ქართველმა ათენის სკოლაში ორი ადამიანი დაჭრა – ბერძნული მედია

31 მარტი, 2024 • 862
19 წლის ქართველმა ათენის სკოლაში ორი ადამიანი დაჭრა – ბერძნული მედია

საბერძნეთის მედიის ცნობით, ათენის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში 19 წლის ქართველმა სკოლის დირექტორი და ერთი მოსწავლე ჩაქუჩითა და დანით დააზიანა. დაკავებულ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის დასჯა სურდა, რადგან რამდენიმე დღით ადრე მის უმცროს 14 წლის ძმასთან, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, ჩხუბი მოუვიდა.

“თავში ჩამარტყა. ჯერ კლასში და მერე კიბეზე დამესხა თავს. დირექტორიც დაჭრა. მე არ ვიცნობ. მისი ძმა ჩემი კლასელი არ არის, სხვა კლასშია. დირექტორი კარგადაა”, – უთხრა დაშავებულმა მოსწავლემ, რომელიც 17 წლისაა, ადგილობრივ მედიას.

დაკავებული ქართველის ბერძენი ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის უმცროსი ძმის თქმით, დაშავებული 17 წლის მოზარდი მასზე ძალადობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი