როგორც მან დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი არ ეთანხმება ზოგიერთი ექსპერტის თუ იურისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ საქმეში გარკვეული სამართლებრივი დარღვევები თუ თეთრი ლაქები არსებობს. პრემიერის თქმით, ამ საქმის ირგვლივს გარკვეული შეკითხვები აშშ–ის საელჩოს და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ, თუმცა, როდესაც მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკითხა საქმის შესახებ, უთხრეს, რომ ყველაფერს მალე აეხდება ფარდა და გამოძიებაც მალე დასრულდება.

 

პრემიერი მიიჩნევს, რომ გამოძიების საქმიანობაში ზედემტი ჩარევა და ზეწოლა კარგი არ არის, რადგან პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს. 

 

“თქვენ თუ ნახავთ ჩემს პირველ განცხადებებს, კირვალიძეს ლამის საუკეთესო მინისტრად ვასახელებდი. არ მოვერიდები და იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც პირველი ინფორმაცია შემოვიდა, მე ვცდილობდი, რომ ეს თემა…  პოლიტიკურად მცდელობა მქონდა და მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, რომ ჯერ პროკურატურისთვის უნდა მეთხოვა, მერე პოლიციისთვის უნდა მეთხოვა, იმდენად ძირფასი და მტკივნეული იყო ჩემთვის სოფლის მეურნეობაზე და მის მინისტრზე მსგავსი ქმედებები, მაგრამ, მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღე, რომ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების. ყველაფერს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი… ამ შემთხვევაში მხოლოდ ასე ვითარდება სიტუაცია”, – განაცხადა მან.

 

პრემიერის თქმით, საელჩოების მიერ დასმული კითხვები ეხებოდა წინასწარი დაკავების საკითხებს:

 

“საელჩოებმა სერიოზული ექსპერტები მოიწვიეს და ჩვენ მივეცით მათ ექსპერტიზის გაკეთების საშუალება. მე ვფიქრობ, არ არის აუცილებლობა, რომ გარედან ჩარევა მოხდეს და ზეწოლა მოხდეს პროკურატურაზე. წინასწარ დაკავებებთან დაკავშირებით ჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ეჭვები და კითხვები, იქაც რწმუნებები პროკურატურამ, მე მგონი, საკმარისი დაუდო და მე მგონი, ეს პროცესები დასასრულს უახლოვდება. გასაგებია, რომ დღევანდელი ჩვენი პროკურატურა სუსტია და გამომძიებლებიც და პროკურორიც დაექვემდებარება ზედმეტ შეკითვხებს, მაგრამ მე თვითონ არ ვცდილობ და არ მინდა, რომ მიეჩვივნონ,  რომ ისევ ზემოდან ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ეს უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. პროცესები, მე მგონი, კანონიერების ფარგლებში ვითარდება”,– აღნიშნა მან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *