როგორც პრემიერმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა [რომელსაც აინტერესებდა, თუ რატომ შენელდა რუსთავი 2–ის წილებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება და ხომ არ უკავშირდება ამ პროცესის შენელება რაიმე სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას], ეს პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს.

 

“რუსთავი 2–თან დაკავშირებით მე ვიცი იმდენი, რამდენიც თქვენ. არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება და არც უნდა მოხდეს პოლიტიკური ჩარევა. მე როგორც ვიცი, დაწყებულია გამოძება, დაწერილია განცხადებები და არა მარტო ერთი ჯგუფის მიერ, ტელევიზიაზე ქიბარ ხალვაშსაც აქვს პრეტენზია. არ მოხდება პოლიტიკური ჩარევა და ეს პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს”, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2–ის წილებზე პრეტენზიებს ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ასევე, ქიბარ ხალვაში და ეროსი კიწმარიშვილი აცხადებენ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *