შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინიტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრის დახურვამდე თეა წულუკიანმა შესავალ სიტყვაში ისაუბრა თუ რას გულისხმობს რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის პროგრამა. წულუკიანის ტქმით, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანია იმსჯელონ  რესოცოალიზაცია–რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

 

თეა წულუკიანის თქმით ამნისტიის შემდეგ სამინისტრროს მიაკითხა 600–მდე ყოფილმა პატიმარმა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის თხოვნით:”600 –დან 200–მდე იყო წარმატებული შემთხვევა, რომლებმაც ლაპარაკით გადალახეს ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რაც დაკავშირებული იყო მათ ჩაკეტილ სივრცეში, ციხეში ყოფნისას. ჩვენ არასამთავრობო სექტორთან მცირე პროექტების ფარგლებში შესაბამისი სერვისები მოვიფიქრეთ მათთვის”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, პატარა კომპანიებმა, დიდ კომპანიებზე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ყოფილ პატიმრებს სთავაზობენ სამსახურს. მათ შორის არის ერთ–ერთი კომპანია “ვესტსაიდ ჯგუფი” როემლმაც პატიმრები დაასაქმა ტაქსის მძღოლად. თეა წულუკაინის თქმით ამ წარმატებული 200 შემთხვევიდან დასაქმებულია 10 ადამიანი. წულუკიანის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ციფრია. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ყოფილი პატიმრები მუშაობენ მშენებლობებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე, ტაქსის კომპანიებში.

 

“ჩვენი რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამას სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა. სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ერთი–ორი სამინისტროს საქმე არ არის”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრის შემდეგ, რესოციალიზაციაზე ისაუბრა სასჯელაღსრულებსი მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ამინისტერებული პატიმრების უმეტესობა იყო უსამართლობის მსხვერპლი და მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. მათ აუცილებლად სჭირდებათ რეაბილიტაცია.

 

სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან შს სამინიტროს და იუსტიციის სამინიტროს მშენებლობებზე. მოეწყობა მათთვის სპორტული ღონისძიებები სპორტის სამინიტროს დახმარების. სოფლის მეურნეობის სამინიტრომ მოახდინა რამდენიმე პატიმრის გადამზადება.

 

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ციხეში დაიწყო პატიმართა რესოციალიზაციაზე ზრუნვა. ციხეში შეიქმნება სამუშაო ზონები, სადაც ის პატიმრები დასაქმდებიან ვისაც მუშაობა სურს.    

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *