„ირინე იმერლიშვილს მივმართავ – შეისწავლოს და ბიუროს წარმოუდგიოს კონკრეტული დასკვნები იმის თაობაზე, დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობას ვინ უშიდა ხელს“.

 

გარდა ამისა, უსუფაშვილმა იმ პირთა სია წაიკითხა, ვინც რეგისტრაციაში არ მონაწილეობდა. სიაში წარმოდგენილი იყო როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის დეპუტატები.  

 

მოგვიანებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განმარტა, თუ რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა “ნაციონალურმა მოძრაობამ”:

 

“ვადასტურებ, მივმართეთ პროცედურულ ხრიკს და არ გავიარეთ 2-ჯერ რეგისტრაცია იმისთვის, რომ გაგვეჭიანურებინა დღეს პარლამენტის სხდომის დაწყება, რათა პარლამენტმა ვერ მოასწროს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის განხილვა. მომავალშიც გამოვიყენებთ ყველა კანონიერი ბრძოლის მეთოდს იმისთვის, რომ მაქიმალურად ხელი შევუშალოთ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვაში. და თუ ეს მაინც არ გამოიღებს შედეგს, ასევე ყველა კანონიერ მეთოდს მივმართავ იმისთვის, რომ ძვირად დავუჯინოთ ყველა მოღალატეს ასეთი გადაწყვეტილებები. სასაცილოა ამ ფონზე პარლამენტის სხდომის თავმჯდომარის მუქარა ოპოზიციის დეპუტატების მიმართ ხელფასების დაქვითვასთან დაკავშირებით. მიდით, დაგვიქვითეთ! თქვენსავით მილიონები არ მაქვს, მაგრამ მიდით, დამიქვითეთ!”

 

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს გვერდის ავლით შესვლა პირველ ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება.

 

საბოლოოდ დღევანდელ პლენარულ სხდომზე რეგისტრაცია 102-მა დეპუტატმა გაიარა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *