პარლამენტარმა კომენტარი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

ხმალაძის თქმით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს მას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივა ჰქონდა. კერძოდ, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ უნდა მომხდარიყო.

 

ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, მას არანაირი ინიციატივა არ გააჩნია და მის კომიტეტში ამ საკითხზე წინადადება არ შემოსულა, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ცვლილებას.

 

“მე ჟურნალისტი დამიკავშირდა ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრების კომენტირებისთვის და მე ზოგადად განვაცხადე, რა უპირატესობა აქვს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას. არანაირი კონკრეტული წინადადება ამ საკითხზე მე არ მაქვს.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *