აღნიშნული კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეოჩაწერა განახორციელოს. ხოლო ჩანაწერები მოთხოვნისთანავე გასცეს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება დახურული, ან ნაწილობრივ დახურულია. 

 

აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებები შედის სასამართლო სისტემაშიც. კანონპროექტის შესაბამისად , 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, სისხლის სამართლის 109-ე და 110-ე -114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირთა საქმეები.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეიდან ხუთ თებერვლამდე დაიხურა. პარლამენტმა მუშაობა ეროვნული ჰიმნით დაასრულა.
 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *