“თურმე ადეიშვილი დამსახურებულ შვებულებაში ყოფილა,” – განაცხადა წულუკიანმა, რომელმაც გუშინ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ზურაბ ადეიშვილი ვენაში იმყოფება.

 

თეა წულუკიანი დღეს იუსტიციის სამინისტროში იურისტ დავით ჯანდიერთან ერთად მივიდა და მინისტრის მოადგილეს – თინა ბურჯალიანს შეხვდა.

 

თავად იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი არჩევნების შემდეგ არ გამოჩენილა. უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის თაობაზე და ვერ ახერხებენ პირადად მასთან დაკავშირებას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *