შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში. როგორც ნეტგაზეთს ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაჭრილია ორი მოქალაქე. ბიუროს ცნობით, ორივე მათგანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდა.

ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: იარაღის უკანონო ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი ამბობენ, რომ არც ერთი მათგანი მათი თანამშრომელი არ არის და დაპირისპირებას აღსრულების ბიუროსთან კავშირი არ აქვს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *