ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი სმხედრო დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების: კაპრალების  ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძის  და პაატა კაჭარავას  გარდაცვალების გამო.  

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას უკვე თხუთმეტი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *