დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომლითაც გადაწყდება, დარჩება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.

BBC-ის ინფორმაციით, საარჩევნო ხმის უფლება გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით  46,499,537 ადამიანს აქვს.

წინასწარი გამოკითხვებით ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა დაახლოებით თანაბარი უნდ აიყოს. ITV-ისა და დეილიმეილის ბოლო გამოკითხვით, მცირე უპირატესობა ჰქონდა ევროკავშირში დარჩენის მომხრეებს.

ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ლიდერი ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონია, ხოლო დარჩენას მხარს უჭერენ პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და ლეიბორისტები.

რეფერენდუმის შედეგები ოფიციალურად ხვალ დილას გახდება ცნობილი.

ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთ კამპანია და ბორის ჯონსონი © EPA/STR UK AND IRELAND OUT
ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთ კამპანია და ბორის ჯონსონი © EPA/STR UK AND IRELAND OUT
ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა კამპანია © EPA/FACUNDO ARRIZABALAGA
ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა კამპანია © EPA/FACUNDO ARRIZABALAGA

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *