ახალი ამბები

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაზე უარს ამბობს

30 ივნისი, 2016 • 1640
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაზე უარს ამბობს

ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონდონი, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის კამპანიის ლიდერი იყო, პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის არ იბრძოლბს. ამ დრომდე იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა დღეს, 30 ივნისს განაცხადა. მისი თქმით, იგი კონსერვატიული პარტიის კანდიდატთა სიაში არ იქნება. როიტერი წერს, რომ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება “მოულოდნელი” იყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კადიდატების დასახელებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაცხადა.

“კონსულტაცია გავიარე კოლეგებთან და პარლამენტში არსებული გარემოებების გამო მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი მე არ ვიქნები,”- განაცხადა პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონმა.

23 ივნისს, ზუსტად ერთი კვირის წინ, ბრიტანელებმა რეფერენდუმზე მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს. 24 ივნისს დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებდა. კემერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი