შობა-ახალ წლამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა და პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში სამზადისი უკვე დაიწყო. მსოფლიოს ქვეყნების ნაწილში უკვე ნამდვილი საშობაო განწყობაა — ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე აანთეს მთავარი ნაძვის ხეები და საშობაო ბაზრობებიც მოაწყვეს.
ნეტგაზეთი გთავაზობთ ევროპის პრეს ფოტო სააგენტოს (EPA) მომზადებულ ფოტორეპორტაჟს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საშობაო დეკორაციები მელბურნში. ავსტრალია. 5 დეკემბერი, 2021. EPA-EFE/DIEGO FEDELE AUSTRALIA OUT NEW ZEALAND OUT
საშობაო ბაზრობა ქალაქ ჟეშუვში, პოლონეთი. EPA-EFE/DAREK DELMANOWICZ POLAND OUT

საშობაო ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიებაზე აანთეს ბეთლემში, დასავლეთ სანაპიროზე. EPA-EFE/ATEF SAFADI
გიგანტური ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები მეხიკოში. მექსიკა. EPA-EFE/Madla Hartz

სეულის ერთ-ერთ აკვარიუმში მყვინთავი მაყურებლების წინ სანტას ტანსაცმლით პოზირებს. სამხრეთ კორეა. EPA-EFE/JEON HEON-KYUN

მთავარი საშობაო ნაძვის ხე. ლიმა, პერუ. EPA-EFE/JOHN REYES

მონაკოს პრინცმა სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გახსნა საშობაო ბაზრობა მონაკოში. EPA-EFE/ERIC GAILLARD / POOL MAXPPP OUT

როკფელერის ცენტრთან ტრადიციულად, უკვე 89-ედ აანთეს საშობაო ნაძვის ხე. პირველი დეკემბერი, 2021. ნიუ-იორკი, აშშ. EPA-EFE/JASON SZENES

ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა დაუნინგ სთრითზე საშობაო ნაძვის ხე პირველ დეკემბერს აანთო. EPA-EFE/ANDY RAIN
ტრადიციული ნაძვის ხე როკფელერის ცენტრის წინ. ნიუ-იორკი, აშშ. EPA-EFE/JUSTIN LANE

საშობაო ბაზრობა პარიზში. საფრანგეთი. EPA-EFE/IAN LANGSDON

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ვაშინგტონში 2 დეკემბერს აშშ-ის ეროვნული ნაძვის ხე გაანათეს. EPA-EFE/SHAWN THEW

დახურული საშობაო ბაზრობა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში. კორონავირუსის პანდემიის გამო ჩეხეთის ხელისუფლებამ 25 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შედეგადაც დაიხურა საშობაო ბაზრობები, შეწყდა სპორტული ღონისძიებები და საჯარო სივრცეებში ალკოჰოლის მიღება აიკრძალა. 29 ნოემბერს ჩეხეთში ომიკრონ შტამის პირველი შემთხვევა გამოავლინეს. EPA-EFE/MARTIN DIVISEK

Sky Radio-ს საშობაოდ მორთული ტრამვაი ამსტერდამში, რომელიც დღესასწაულის დღეებში, ტრადიციულად, მგზავრებს საშობაო ჰიტების თანხლებით ემსახურება და ასე ზრუნავს მათ განწყობაზე. EPA-EFE/Ramon van Flymen

რომის პაპი ვატიკანში, საშობაო ნაძვის ხესთან. EPA-EFE/FABIO FRUSTACI

საშობაო ნაძვის ხე პრაღის ისტორიულ უბანში, პანდემიის გამო დახურულ საშობაო ბაზრობაზე. EPA-EFE/MARTIN DIVISEK

საშობაო განათება მალაგის ბოტანიკურ ბაღში. ესპანეთი. EPA-EFE/Daniel Perez

მოქალაქეს ნაყიდი საშობაო ნაძვის ხე მიაქვს სახლში. ამსტერდამი, ნიდერლანდები. EPA-EFE/EVERT ELZINGA

საშობაო ნაძვის ხე ბუდაპეშტის ცენტრში, წმ. სტეფანის ბაზილიკის წინ. უნგრეთი. EPA-EFE/Zoltan Balogh HUNGARY OUT

„სინათლით მოცეკვავეების“ საშობაო მსვლელობა ქალაქ პალმაში, ესპანეთი. EPA-EFE/ATIENZA

საშობაო ნაძვის ხე ბრიუსელის ცენტრში. საშობაო განათებები ბელგიის დედაქალაქს 2 იანვრამდე დაამშვენებს. EPA-EFE/OLIVIER HOSLET







