ტექნოლოგიები

უინტერნეტო ლიბიაში საზოგადოებრივი მღელვარება პიკს აღწევს

21 თებერვალი, 2011 • • 1334
უინტერნეტო ლიბიაში საზოგადოებრივი მღელვარება პიკს აღწევს

ლიბიაში, სადაც ამჟამად მთავრობის მოწინღმდეგეთა დემონსტრაციები ტარდება, ხელისუფლოებამ ინტერნეტი გამორთო. ამ ჩრდილოეთ აფრიკული სახელმწიფოს უინტერნეტოდ დატოვების მოტივი იგივეა, რაც ეგვიპტესა და ტუნისში იყო.  ოპოზიციური ძალები ამჯერადაც აქტიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელებს.

ინტერნეტის გათიშვის გარდა, მუამარ კადაფის ქვეშევრდომები მოქალაქეებს აზრის მშვიდობიანად გამოხატვის საშუალებასაც არ აძლევენ. ლიბიელი ძალოვანები საპროტესტო აციების დაშლას იარაღის გამოყენებით ცდილობენ. სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, სამთავრობო ძალებთან შეტაკებაში უკვე 300-მდე ადამიანი დაიღუპა. პასუხად ოპოზიციონერებმა სამთარვობო შენობებს, მათ შორის ლიბიის .პარლამენტს წაუკიდეს ცეცხლი.

მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების გამო შეშფოთებულმა დიდმა ბრიტანეთმა ლიბიაში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის ლიცენზია შეაჩერა. ევროკავშირმა კი კადაფის მთავრობას ძალისმიერ მეთოდებზე უარის თქმისა და დემონსტრანტებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება ინტერნეტის ბლოკირებას, კომპანია Arbor Networks, რომელიც სხვადასხვა პროვაიდერთა მსოფლიოს მასშტაბით ტრაფიკის მონიტორინგს ახორციელებს, განმარტავს, რომ სამოქალაქო შფოთშეყრილ ლიბიაში საერთაშორისო ქსელი კვირას, გამთენიისას 3 საათსა და 15 წუთზე, გაითიშა. როგორც ცნობილია, ტუნისსა და ეგვიპტეშიც ამაოდ ეცადნენ ინტერნეტისა თუ სოციალური ქსელების გათიშვით საზოდაოებაში არსებული მღელვარების განეიტრალებას.

სხვათა შორის, როცა ჰოსნი მუბარაქის მთავრობამ ეგვიპტეში ჯერ Twitter, ხოლო მოგვიანებით ინტერნეტი დაბლოკა, კომპანიამ Google ახალი სერვისი Speak to Tweet შექმნა. ეგვიპტელები სპეციალურ საერთაშორისო ნომრებზე რეკავდნენ და ხმოვან შეტყობინებებს ტოვებდნენ, რომელიც Twitter-ის მიკრო-ბლოგებში ავტომატურად იტვირთებოდა.

http://www.gzt.ru
http://www.gzt.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი