Facebook-ის ახალი შედეგი: 1 მილიარდი მომხმარებელი 1 დღეში

Facebook-მა ჯერ კიდევ 2012 წელს შეიძინა მემილიარდე მომხმარებელი, თუმცა 1 მილიარდი ადამიანი 1 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში 24 აგვისტოს პირველად შეიკრიბა. 

ახალი წარმატებული შედეგის შესახებ Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა და ამ ყველაფერს მსოფლიოს ერთმანეთთან დაკავშირების პროცესის დასაწყისი უწოდა. 

 

Facebook-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი საიტს ჩრდ. ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ჰყავს. ასევე, ბევრი მომხმარებელია ინდოეთიდან. საიტი არ სარგებლობს პოპულარობით აზიასა და სამხ. ამერიკის ქვეყნებში. 

 

We made this video to celebrate all you’ve done to help our community connect one billion people in a single day. It’s an amazing milestone. I hope you enjoy.

Posted by Mark Zuckerberg on Thursday, 27 August 2015

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი