სამხრეთ კავკასიის ამბები

შიდსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთში დროებითი ცხოვრების ნებართვას ვერ მიიღებენ

3 თებერვალი, 2016 • 1292
შიდსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთში დროებითი ცხოვრების ნებართვას ვერ მიიღებენ

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 1 თებერვალს ” აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის” შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას “აფსნიპრესი”, აფხაზეთის თვითარიარებული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აფხაზეთში დროებითი ცხოვრების ნებართვის მისაღებად უნდა წარმოადგინონ სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ აივ ინფექციით გამოწვეული დაავადების მატარებლები არ არიან.

კანონის მეცხრე მუხლის მეცამეტე თავი ამბობს, რომ დროებითი ბინადრობის გაცემაზე უარს ეტყვიან ან არსებულ ნებართვას გააუქმებენ:

“თუ ადამიანი ნარკოდამოკიდებულია ან არ აქვს ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მას არ აქვს აივ ინფექციის მიერ გამოწვეული დაავადება, ან იმ ინფექციური დაავადების მატარებელია, რომელიც გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს”- ამავე პუნქტის მიხედვით, ასეთი დაავადებების ჩამონათვალი მინისტრთა კაბინეტის მიერ მტკიცდება.

კანონის მიხედვით, დროებითი ცხოვრების ნებართვას მიგრაციის სახელმწიფო სამსახური 4 წლის ვადით გასცემს.

აივ-ი ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომია, რომელიც უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში დაავადება შიდსის, იმავე შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის ჩამოყალიბების მიზეზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი