კომენტარი

ხახუნი ტურიზმისთვის

19 იანვარი, 2011 • 1901
ხახუნი ტურიზმისთვის

არასოდეს შემპარვია ეჭვი იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის წინსვლისთვის ყველაფერს აკეთებდა და, შესაბამისად, ტურისტული სექტორის განვითარებაც ეროვნულ პრიორიტეტად აქცია, მაგრამ სულ მაინტერესებდა, რა დააშავა ტურიზმის თანამდროვე და სულ უფრო მზარდმა მიმართულებამ, ე.წ. „სექს ტურიზმმა“. მით უმეტეს, სად იყვნენ იამაიკა, კუბა და ტაილანდი, როცა მზიან საქართველოში ჩამოსვლაზე ქმრის გვერდით წოლის დროსაც კი ოცნებობდნენ რუსი სვეტა და უკრაინელი ოლია.

ხოდა, აი, მივიდა ხელისფლებაც ამ დასკვნამდე და „სექს ტურიზმის“ განვითარების საკითხში უდიდესი ნაბიჟი გადადგა წინ. კერძოდ, გაანახევრა სამოქალაქო ტრანსპორტი. ალბათ, გაგიკვირდებათ, სად ტურიზმი და სად საზოგადოებრივი ტრანსპორტიო. მე კი ის უფრო მიკვირს, ვინ შეიძლება ჩამოვიტყუოთ ბათუმის და ქობულეთის „ხრეშიანი“ პლიაჟებით. აი, ყვითელ ავტობუსებს კი დიდი პოტენციალი აქვთ და ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ.

მოკლედ, დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან პოპულარული ხდება ფროტეურიზმი, მისით უკვე მილიონობით ადამიანია „შეპყრობილი“, ვინც არ იცით, რა არის ფროტეურიზმი, Google-ში წვალებას, აქვე აგიხსნით, ეს არის სექსუალური გადახრა, ცხოვრების თანამედროვე და სტრესული სტილის პირმშო, როდესაც ადამიანი გაჭედილ ტრანსპორტში გარშემომყოფებთან „ხახუნით“ სექსუალურ სიამოვნებას განიცდის და ხშირად ორგაზმამდეც კი მიდის. ტერმინი ფრანგული სიტყვა „frotteur”-დან მოდის, რაც „ხახუნს“ ნიშნავს. მოკლედ, ეს ფროტეურიზმი იმდენად გავრცელდა მსოფლიოში, რომ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, იაპონიაში, ავსტარლიაში, სამხ. კორეაში შექმნილია სპეციალური ვაგონები, სადაც  დაქირავებული თანამშრომლები მთელი დღე თითქოს ტრანსპორტით მგზავრობენ, ხოლო ფროტეურისტი იხდის საკმაოდ მაღალ თანხას ამ სპეციალურ ვაგონში მოსახვედრად. ჩვენთან კი სპეციალური ვაგონების შექმა არ არის საჭირო, მთავრობამ უკვე იზრუნა ამ საკითხზე და ფროტეურისტებისვის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს სამოთხეზე მეტია, უბრალოდ, ერთი პრობლემაა… ჰიგიენის საკითხი…რამდენიმე დღის წინ მეტროთი ვიმგზავრე და მივხვდი, რომ, თურმე, დედობრივ სიყვარულზე ძლიერი, რაც არსებობს  მსოფლიოში, ეს არის ოფლის სუნი თბილისის მეტროში. ამ პრობლემას თუ მოვაგვარებთ, ტურისტთა ბუმს უნდა ველოდოთ იაპონიიდან და კორეადან.

ვიღაც „პახაბნობას“ დამაბრალებს, მაგრამ ტრანსპორტში ქართველ ფროტეურისტებსაც ვამჩნევ უკვე და მათი რიცხვი, რომც არ უნდოდეთ, ძალიან სწრაფად მატულობს. შესაბამისად, ეს ხალხი ძალიან იაფად ღებულობს სიამოვნებას, სულ რაღაც 50 თეთრად, ბევრი კი საერთოდ არ იხდის ფულს ამაში, მაშინ, როცა იაპონიაში სპეციალურ ვაგონში შესვლა ერთი საათით დაახლოებით 100$-მდე ღირს. თან ჩამოსულმა ტურისტებმაც ასე იაფად რომ არ მიიღონ სიამოვნება, კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ გაძვირდება. მე პირადად პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა ვიღაც 50 თეთრად ღებულობს ჩემთან ხახუნით სიამოვნებას.

P.S.    სასტიკად გაჭედილ მეტროს ვაგონში ახალგაზრდა თვალებჩაწითლებული ბიჭი არაადამიანურად ეკვრის მის გვერდით მდგარ სექსუალურ გოგოს. გოგო რამდენიმე წუთის შემდეგ აღშფოთებული მიუბრუნდა და ეკითხება:

_“ უკაცრავად, თქვენ გინდათ რამე?“

_ „მე მეკითხებით?“- დაიბნა ბიჭი.

_“ დიახ, თქვენ გეკითხებით, გინდათ რამე?

_“არა, რა უნდა მინდოდეს?!“-ისევ დაბნეულია ბიჭი

_ „ხოდა, გაიწი მაშინ, იქნებ სხვას უნდა“………პასუხობს გოგო

მასალების გადაბეჭდვის წესი