ახალი ამბები

მთავრობამ საპატრიარქოს წალკაში 100 ათასი კვ.მ ფართობის მიწა უსასყიდლოდ გადასცა

23 თებერვალი, 2016 • 1193
მთავრობამ საპატრიარქოს წალკაში 100 ათასი კვ.მ ფართობის მიწა უსასყიდლოდ გადასცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოს წალკის რაიონში 100 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადსცეს.

მთავრობის 11 თებერვლის განკარგულებით,  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში (ოლიანგი) მდებარე 100000 კვ.მ სათიბი დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.

ამავე სოფელში, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას  49 წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს 56 517 კვ.მ ფართობის საძოვარი მიწის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2 (ნანგრევი), №3 (ნანგრევი), №4 (ნანგრევი), №5 (ნანგრევი).

განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი