ახალი ამბები

ტყემალაძე არ იზიარებს პრემიერის პოზიციას თოფაძის განცხადებასთან დაკავშირებით

19 თებერვალი, 2016 • 1293
ტყემალაძე არ იზიარებს პრემიერის პოზიციას თოფაძის განცხადებასთან დაკავშირებით

“მრეწველების” წევრი, ზურაბ ტყემალაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვერ გაიზიარებს მას.

“ნამდვილად ვერ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას, თუ მან დააფიქსირა ის, რომ ეს არის დამაზიანებელი მთელი კოალიციისთვის. კოალიციაზე არ უსაუბრია ბატონ გოგის, გოგის საუბარი მიმართული იყო ერთი პიროვნების მიმართ”, – განაცხადა ტყემალაძემ მედიასთან საუბარში.

“ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთელ მთავრობას. აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე, და მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, რომ ასეთი საკითხები [თუ მათ აქვთ შეკითხვები], ალბათ სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- ასე გამოეხმაურა კვირიკაშვილი გოგო თოფაძის განცხადებას დღეს, 19 თებერვალს.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ტელეკომოანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებში ჩაერია და ამით კოალიცია დააზიანა.

“მან [ხიდაშელმა] მომაყენა შეურაცხყოფა და ამაზე გავეცი პასუხი. მას თუ მიაჩნია, რომ მე რამე ტყუილი ვთქვი, მე გავიმეორებ: მან დაარღვია კანონი და შეგვარცხვინა ჩვენ, იმიტომ, რომ ხალხის ნდობა კოალიციამ დაიმსახურა ამ არჩევნებით, დაინახა, რომ თურმე შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული არჩევნები. მან თავის ქცევით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაგვიხსენებენ შემდეგ არჩევნებზე,”– განაცხადა გოგი თოფაძემ.

თუმცა, საუბრისას თოფაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაწილში დაირღვა კანონმდებლობა, ან რომელი კანონის კონკრეტულად რომელი მუხლი დაარღვია ხიდაშელმა:

მასალების გადაბეჭდვის წესი