ახალი ამბები

27 იანვარს თოვა შეწყდა, თუმცა გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

27 იანვარი, 2016 • 1963
27 იანვარს თოვა შეწყდა, თუმცა გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

ამინდის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 იანვარს, საქართველოს ტერიტორიაზე არ თოვს, თუმცა მცირე თოვლი მოსალოდნელია.

სააგენტოს ინფორმაციით, სანაპირო რაიონებში შეწყვეტილია თოვა, თუმცა საქართველოს სხვა ადგილებში შესაძლებელია მცირე თოვლი. პროგნოზის მიხედვით, დღეს საღამოს გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

შეზღუდვებია დაწესებული გზებზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი დანახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისმოძრაობა   თავისუფალია.

რაც შეეხება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, აქ სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  (ზვავსაშიშროების რეჟიმი დაწესებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე).

არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე,თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

მლეთა-გუდაური(ფოსტა) მონაკვეთზე დაწესებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების მოთხოვნის რეჟიმი.

დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება. მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე (გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ზვავსაშიშროებაა) თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართულია გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთი  საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვებია დაწესებულია ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზის კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა)  მონაკვეთზე – ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის  დანარჩენ  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, ჩოლოქის ხიდიდან სარფამდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის მიერ გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზისკმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე  ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,  ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ100-კმ182 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. კმ1-კმ29   (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური  თოვის  გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი