ახალი ამბები

ძლიერი თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტზე შეზღუდვები დაწესდა

26 მარტი, 2024 • 789
ძლიერი თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, ძლიერი თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია,

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი