ბილ გეითსის თქმით, 2030 წელს სიღარიბე გაქრება

ოთხშაბათს, 20 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ბილ გეითსმა ესსე გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს სიღარიბე 2030 წლისათვის.

“უსამართლობის შემცირებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმისთვის კარგი მიზეზი გვაქვს,” – წერს ბილ გეითსი, რომელსაც სჯერა, რომ შესაძლებელია სიღარიბის დაძლევა.

გეითსი ნაშრომში მიუთითებს, რომ საუკუნის დასაწყისიდან ბავშვების სიკვდილიანობა და მალარიით გამოწვეული სიკვდილი განახევრდა, უკიდურესმა სიღარიბემ კი ნახევარზე ოდნავ მეტით იკლო.

როგორც Bussines Insider წერს, ბილ გეითსის მიერ დაარსებული გლობალური ფონდის მეშვეობით 17 მილიონი ადამიანი გადაურჩა მალარიისგან, შიდსისგან და ტუბერკულოზისგან სიკვდილს.

ბილ გეითსი ამბობს, რომ ასეთმა პროგრესმა დაარწმუნა იმაში, რომ 14 წელიწადში სიღარიბე გაქრება. ეს Global Goals-ის მთავარი მიზანია, რომელსაც გაეროს 193-მა წევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი სექტემბერში.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ამ ყველაფრისკენ მიმავალ გზაზე ვნახავთ ისეთ მთავარ მიღწევებს, რომლებიც უპრეცედენტო შესაძლებლობას მისცემს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას. ამასთანავე, ჩვენ ვთვლით, რომ მათი ცხოვრება უფრო სწრაფად გაუმჯობესდება მომავალ 15 წელიწადში, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში და მათი ცხოვრება უფრო მეტად გაუმჯობესდება ვიდრე სხვა ნებისმიერის,”- წერს გეითსი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ანა გვარიშვილი იყო "ნეტგაზეთის" სტაჟიორი რეპორტიორი 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 15 აპრილამდე