ახალი ამბები

კვირიკაშვილი: “ქართული ოცნების” დაპირებები 2012 წელს გადაჭარბებული იყო, თუმცა არა ავანტიურა

28 დეკემბერი, 2015 • 1525
კვირიკაშვილი: “ქართული ოცნების” დაპირებები 2012 წელს გადაჭარბებული იყო, თუმცა არა ავანტიურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო, თუმცა არა ავანტიურა “ქართული ოცნების” მხრიდან.

“რაც შეეხება იმას, რომ წინასაარჩევნო დაპირებები იყო სხვანაირი, მე 2013 წელს გავაკეთე განცხადება, სადაც ვთქვი, რომ საარჩვენო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ, ვინმე გადააგდო, თქვენ ეს სიტყვა იხმარეთ. არა მარტო საარჩევნო დაპირებები იყო მიზეზი იმისა, რომ ხალხმა ხმა მისცა კოალიცია “ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, რომ სხვა მიზეზებიც იყო ამისთვის, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები. ძალიან ბევრი ექსპერტის ანალიზი, რომელიც ჩართული იყო საარჩვენო პროცესში, იყო გადაჭარბებული. ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტიურა ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა კვირიკაშვილმა

ასეთი  პასუხი გასცა პრემიერობის კანდიდატმა უმცირესობის წევრის, ეკა ხერხეულიძის შეკითხვას, “გადააგდო თუ არა ივანიშვილმა ქართველი ხალხი?”

ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, იცოდა თუ არა კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” დაპირებები (5 მილიონი თითო სოფელს, გაზრდილი პენსია, დაბალი ტარიფები, სამუშაო ადგილების შექმნა), რომლებიც სრულიად წარმოუდგენელი იყო და მიზნად საზოგადოების მოტყუებას ისახავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი