სააკაშვილის შეხვედრები ლისაბონში

საქართველოს პრეზიდენტმა ლისაბონის ნატო-ს სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

მიხეილ სააკაშვილი რუმინელ და პოლონელ კოლეგებს ტრაიან ბასესკუსა და ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი წერს,რომ ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს, ევროინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს შეხვდა.

 მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

“ შეხვედრისას, ლიდერებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სწრაფვას”. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი