ახალი ამბები

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის განცხადება და რეკომენდაციები

4 ნოემბერი, 2015 • • 1907
ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის განცხადება და რეკომენდაციები

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები

 

1. დიდ კმაყოფილებას გამოხატავს საქართველო–ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, მასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმებაზე ხელმოწერის გამო და ამის შემდგომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამ შეთანხმების წინასწარი ამოქმედების გამო; აღნიშნავს, რომ საქართველომ შეთახმების რატიფიკაცია მოახდინა 2014 წლის 18 ივლისს, ხოლო ევროპარლამენტმა- 2014 წლის 18 დეკემბერს. მოუწოდებს ბელგიას, საბერძნეთსა და იტალიას პროცესის დაუყონებლივ დასრულებისკენ; ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შეთანხმება ვრცელდება საქართველოს მთელ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და სარგებელი მოაქვს საქართველოს მთლიანი მოსახლეობისათვის;

 

2. მიუთითებს ასოცირების შეთახმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიზანზე, რომელიცაა საქარველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ხაზს უსვამს, რომ ამ შეთანხმების სრული განხორციელება საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს საგრნობ გაუმჯობესებას მათი ყოვედღიური ცხოვრების ისეთ სფეროებში როგორიცაა განათლება, დასაქმება და სამართლიანობა, გაიზრდება მათი ცხოვრების დონე და უსაფრთხოება;

 

3. ხაზს უსვამს, რომ საქართველო–ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49–ე მუხლის თანახმად საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, გააჩნია ევროპული პერსპექტივა და შეუძლია გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იმ პირობით, თუ ის დაიცავს დამოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას;

 

4. მიუთითებს ევროპარლამენტის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ევროკომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ასოცირების შეთახმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებას და დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს შეთანხმებებით გათვალისწინებული პოზიტიური შედეგებისა და სარგებელის მოქალაქეებამდე მიტანა;

 

5. მიესალმება საქართველოს ძალისხმევას მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდატთებთან დაახლოება, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად; აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების ტემპის და კურსის შენარჩუნება, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიყენოს ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება; გარდა ამისა, მიესალმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2014/017 შესრულების ანგარიშს;

 

6. სრულად ადასტურებს საქართველოს მიერ მიღწეულ სწრაფ პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში (VLAP), როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში 8/5/2015, რომლის მიხედვით კრიტერიუმების უმრავლესობა უკვე მიღწეულია (დოკუმენტაციების უსაფრთხოება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ორგანიზებული დანაშაული, სასამართლო თანამშრომლობა 3 სისხლის სამართლის საკითხებზე, მონაცემთა დაცვა, თავისუფალი გადაადგილება; პირადობის დამადასტრებელი საბუთის გაცემის წესი);

 

7. გარდა ამისა, მოუთმენლად ელის 2015 წლის დეკემბერში დაგეგმილ პროგრესის ამსახველ ანგარიშს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ; ითვალისწინებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხი თემატიკის ფარგლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს; ორივე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო, რათა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით შესრულებულიყო, მათ შორის გათვალსწინებული იქნა ევროკომისიის მესამე ანგარიშში მოცემული დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც თავის მხრივ ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე; მოუთმენლად ელის ასეთ წინადადებას და სჯერა, რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა;

 

8. ხაზს უსვამს, რომ ასეთი ღონისძიება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ხალხთა შორის პირდაპირი კონტაქტების გაღრმავებას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გააძლიერებს ბიზნესს, სოციალურ და კულტურულ კავშირებს, რაც ყველასათვის გამოავლენს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების საგრძნობ სარგებელს;

 

9. მიესალმება ევროკომისიის მზადყოფნას 2015 წლის ივლისში, თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შემდგომ, გაიღოს კონკრეტული დახმარება და მწუხარებას გამოხატავს აღნიშნული სტიქიით დაღუპულთა და დაზარალებულთა მიმართ;


მოდერნიზაცია და მდგრადი დემოკრატიული რეფორმები საქართველოში

 

10. მოუწოდებს, რომ სრულად მოხდეს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის სპეციალური მრჩეველის საკონსტიტუციო და სამართლებლივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დარგში, ტომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშში, „საქართველო გარდამავალ პერიოდში“;

 

11. მიუთითებს, რომ ანგარიშში განსაკუთრებით ფოკუსირებულია კანონის უზენაესობის, ეფექტური შეკავება-გაწონასწორების მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები, რათა მოხდეს სახელმწიფოსა და მმართველი 4 პოლიტიკური ბლოკის განცალკევება. გარდა ამისა, ანგარიში მოუწოდებს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ანგარიშვლადებული სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის განვითარებას. ამ მიმართულებით, როგორც პირველ ნაბიჯს, მიესალმება უახლეს ცვლილებებს საპროკურორო სამსახურის შესახებ კანონში, პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნით;

 

12. კვლავ ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და გასამართლების პროცესი უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭირვალე, მიუკერძოებელი, პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფალი, მართლზომიერი პროცესის პრინციპების დაცვით წარმართული და ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი; ხაზს უსვამს, რომ წინასწარი პატიმრობა არის განსაკუთრებული ზომა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გადაუდებელი და მკაფიოდ განსაზღვრულ გარემოებების ფარგლებში, კანონთან ზუსტ შესაბამისობაში რაიმე სახის მიკერძოების გამოსარიცხად; მიესალმება საკონსიტუციო სასამართლოს დასტურს, რომ ასეთი ღონისძიება შემოფარგლული უნდა იყოს 9 თვის ვადით და აღიარებს, რომ მნიშნელოვანი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და მომწიფებული პოლიტიკური სისტემისთვის, რომელსაც საქართველო ასე ესწრაფვის;

 

13. მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღებას და მოუწოდებს ევროკავშირს, შემდგომი დახმარება გაუწიოს საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში, საჭირო რეფორმების განხორცილების გზით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბავშვთა უფლებები; დადებითად მიიჩნევს ახალი შრომის კოდექსის მიღებას და მოუწოდებს მის სრულ შესაბამისობის უზრუნველყოფისკენ შრომით უფლებებთან და სტანდარტებთან, როგორც ამას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ზოგადი შერავათების სისტემა (GSP+) აწესებს;

 

13.ა მოუწოდებს მედიამფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულ აღსრულებას, რათა შეიქმნას გარანტია და ბიძგი მიეცეს მედიაპლურალიზმის განვითარებას და უფრო მეტად იქნეს დაცული მედიის უფლებები დამოუკიდებელი და ობიექტური მაუწყებლობისთვის; და ხაზს უსვამს, რომ არც ერთმა პროცესმა არ უნდა შეუშალოს ხელი მედიის დამოუკიდებელ სარედაქციო საქმიანობას;

 

14. მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კონსტურქციულ როლს და მათ მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, 2014 წლის 9 დეკემბერის სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ გაიფანტოს ნებისმიერი ეჭვი შერჩევით სამართლზე; ამ მხრივ, მიესალმება წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლოს მიერ ავტომატური განხილვის მიღებას, რაც იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანი უფლებების ოფისის მთავარი რეკომენდაცია;

 

14ა. ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციული მრავალფეროვნება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებებია, რისი ვალდებულებაც საქართველომ აიღო ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიასივრცის მონოპოლიზაციას აუცილებლად მივყავართ შეხედულებების მრავალფეროვნების დაზიანისკენ და პოლიტიკური კონკურენციისათვის ადგილს აღარ ტოვებს; მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მდგრადი და მრავალფეროვანი მედია და ინფორმაციული გარემო;

 

15. აღნიშნავს, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით ძალაუფლების მშვიდობიანი ცვლილება სამაგალითო მოვლენაა, ამ მხრივ, საქართველო სამაგალითოა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ხაზს უსვამს, რომ მომავალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც უნდა შენარჩუნდეს აღნიშნული დემოკრატიული იმპულსი;

 

15.ა მიუთითებს 2015 წლის 22 სექტემბრის ვენეციის კომისიის განცხადებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე გაუმართლებელი ზეწოლის შესახებ, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები;

 

16. ამ თვალსაზრისით მხედველობაში იღებს 2012 წლის ოქტომბრის და 2013 ოქტომბრის ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას, რომელშიც მონაწილეობდა ევროპარლამენტი და მოუწოდებს საარჩევნო რეფორმის საგზაო რუკის მონაწილეობრივი გზით შემუშავებისკენ, ითვალისწინებს რა პრინციპულ პოზიციას, რომ წინა საარჩევნო წელს საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ უნდა იქნეს შეტანილი;


იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტილვილთა მდგომარეობა საქართველოში

 

17. მოუწოდებს ყველა მხარეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეს უსაფრთხოდ და ღირესეულად დაბრუნების შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იძულებითი დემოგრაფიული ცვლილება რჩება საერთაშორისო სამართლის ნორმების მიუღებელი დარღვევად;

 

18. წუხილს გამოთქვამს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები სერიოზულად ზარალდებიან ხანგრძლივი უმუშევრობით, რაც აფერხებს სხვა დანარჩენ ქართულ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას და სამედიცინო და საგანმანათლებლო შესაძლებლობეთან ხელმისაწვდომობას;

 

19. აღიარებს, რომ უნდა შენარჩუნდეს დახმარება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარების გაუმჯობესებისთვის და მიესალმება ევროკავშირის ინიციატივას შენარჩუნებულ იქნეს აქტიური ჩართულობა აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად;


საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება

 

20. კვლავ იმეორებს მტკიცე მხარდაჭრას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართული ტერიტორიის რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მკაცრად გმობს საქართველოს საზიანოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ მართულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას და გაფართოებას, რასაც საშინელი ჰუმანიტარული შედეგები აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელს უშლის ნდობის აღდგენას;

 

21. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით და 2008 წლის 8 სექტემბერის მიღებული ზომებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ გაიყვანოს მისი ყველა სამხედრო ძალა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის სრული შესაძლებლობა; გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთს აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება საქართველოსთან და დათანხმდეს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაფუძნებას;

 

22. მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველომ განახორციელა მოქნილი ნაბიჯები და პრაგმატული მიდგომები, რათა ჩაერთოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში, მოუწოდებს ევროკავშირს ანალოგიურად ასახოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხარისხი აღნიშნულ ტერიტორიებზე;

 

 23. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირმა იმპულსი მისცეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების და დაზარალებულ ხალხთა შორის კავშირების პროექტების განვითარებას, ამ თვალსაზირისთ ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა უზრუნველყო მის მიერ დაფინანსებული ინიციატივა ნდობის აღდგენის ადრეული რეაგირების მექანიზმების შესახებ (СOBRM);

 

24. მიესალმება ევროკავშირის მნიშვნელოვან დაპირებას ჩართული იყოს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებასა და სტაბილიზიაციის პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობის მეშვეობით, სამხრეთ კავკასიაში და კრიზისის დროს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ძალისხმევით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის უზრუნველყოფით საქართველოში;

 

24.ა მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს ქართული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სეპარაციის აღიარება და შეწყვიტოს აღნიშნული ქართული ტერიტორიების ოკუპაცია, სრულად პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას; წუხილს გამოთქვამს რუსეთის მიერ ორივე ოკუპირებულ ტერიოტორიებთან „პარტნიორობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმებების დადებისა და რატიფიცირების გამო, რომელიც შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი ქართული ტერიტორიების ანექსიისკენ;

 

25. აღნიშნავს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამხედრო მისიებში, უკრაინაში ევროკავშირის მრჩეველთა მისიაში მონაწილეობას და მიესალმება მიმდინარე მოლაპარაკებებს ინფომაციის დაცვიის შესახებ შეთანხმების თაობაზე, რაც მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას უზრუნველყოფს;


ინსტიტუციური განვითარება

 

26. ხაზს უსვამს ასოცირების შეთანხმების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოების მნიშვნელობას, რომლის მიზანია შეაჩეროს დეზინფომრაციის გავრცელების მცდელობები, ამასთანავე მიესალმება ევროკავშირის მიერ გაღებულ ძალისხმევას სტრატეგიული კომუნიკაცისების გაძლიერების თვალსაზრისით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მყისიერად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში;

 

27. ხაზს უსვამს საქართველოს პარლამენტის როლს, რომელმაც მონიწილეობა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. იმავდროულად, ზედამხედველობა უნდა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს. ხაზს უსვამს რომ აღნიშნული ფუნქციების განხორციელება საჭიროებს მხარეთა შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარებას, საპარლამენტო სტრუქტურებში კარგი საკოორდინაციო მექანიზმების გამოყენებას დეპოლიტიზებული და სტაბილური საჯარო სამსახურის მეშვეობით. მოუწოდებს ევროპარლამენტს გაითვალისწინოს ყოვლისმომცველი დემოკრატიის მხარდაჭერის სქემის რეფორმა;

 

27ა. მკაცრად გმობს ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიებზე მომხდარ ვანდალურ ქმედებებს და მოუწოდებს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისთვის დროული და საფუძვლიანი გამოძიებისკენ;

 

28. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მთავარი როლი ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში და დადებითად აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოს;

 

29. მიესალმება ევროაკვშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას, რომელიც გაიმართა 2014 წლის 17 ნოემბერს და მოუთმენლად ელის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომის შედეგებს, რომელიც დაგეგმილია 2015 წლის 16 ნოემბერს. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მოუწოდებს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს ინფორმირებული იყოს ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ, ხაზს უსვამს, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის წარმატებით განხორციელებისათვის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მუდმივად უნდა ფლობდეს ინფორმაციას მიმდიანარე სამართალწარმოების პროცესების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს როგორც ასოცირების კომიტეტეში, აგრეთვე, სხვა ქვე-კომიტეტებში;

 

30. მიზნად ისახავს, რომ, როგორც ევროპარლამენტისგან და საქართველოს პარლამენტისგან შექმნილმა ოფიციალურმა საპარლამენტთაშორისო ფორუმმა, აქტიური წვლილი შეიტანოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში შემდეგი გზებით:  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ძირეული მონიტორინგით და იმ სფეროების იდენტიფიცირებით, რომლებსაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო დიალოგი და მუშაობა გამოადგება, ასევე შესაბამისი კავშირების და ღონისძიებების განვითარების გზით; ევროკავშირის მხრიდან დახმარების მიღების შემდეგ, კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული დახმარება მიემართოს  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისათვის, საჭიროებისამებრ მომზადდეს რეკომენდაციები ევროკომისიისთვის და საგარეო ქმედებათა სამსახურისთვის მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ევროპარლამენტის კვალიფიციური ორგანოების მეშვეობით; საზოგადოების ცოდნის ამაღლების ხელშეწყობით და ასოცირების შეთანხმების ღირებულებების გავრცელებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან რეგულარული კავშირითა და მედიასაშუალებების მეშვებით;

 

31. აღნიშნავს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რეგლამენტის მნიშვნებლობას და მხედველობაში იღებს საქართველოს პარლამენტის მიერ მის დამტკიცებას და მოუწოდებს ევროპარლამენტს მიბაძოს აღნიშნულ მაგალითს, რათა შემდგომ სხდომაზე რეგლამენტი ფორმალურად და ერთობლივად იქნეს დამტკიცებული, როგორც ამას ასოცირების შეთანხმების 410-ე (3) მუხლი ითავლისწინებს;

 

32. მიზნად ისახავს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შემდეგი სხდომის გამართვას 2016 წელს ბრიუსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი