ახალი ამბები

ლეხ კაჩინსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

10 აპრილი, 2010 • • 1887
ლეხ კაჩინსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

თვითმფრინავში, რომელმაც ქალაქ სმოლენკსთან ახლოს ავიაკატასტროფა განიცადა, იმყოფებოდა პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის მაღალჩინოსანი პირები.
სამთავრობო თვითვმფინავი ტუ-154—ით 132 ადამიანი მგზავრობდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა.

ლეხ კაჩინსკი პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად მიფრინავდა რეპრესიების შედეგადად დაღულ პოლონელთა მემორიალის მოსანახულებლად.

თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის მეუღლე, მარია კაჩინსკაია.

თვითმფრინავმა, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი მგზავრობდა, ავიაკატასტროფა ქალაქ სმოლენსკის აერტოპორტთან ახლოს განიცადა. ბორტზე, სადაც 132 ადამინი იმყოფებოდა, მათ შორის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, არავინ გადარჩენილა-ამბობს რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რუსულ მედიასთან საუბარში.

თვითვმფრინავი სმოლენსკის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, თუმცა ავიაკატასტროფა აეროპორტთან ახლოს მოხდა.

 Prezydent nie żyje (zdjęcia Polsat News)

მასალების გადაბეჭდვის წესი