ახალი ამბები

სტროუბ ტელბოტი უკრაინას საქართველოსთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას ურჩევს

6 აპრილი, 2010 • • 1758
სტროუბ ტელბოტი უკრაინას საქართველოსთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას ურჩევს

სტროუბ ტელბოტი, რომელიც კიევში, პინჩუკის ფონდის მიწვევით ჩავიდა, აცხადებს, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ახლო ურთიერთობა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე, 53 წლის, ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია საქართველოს და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა გააუმჯობესოს.

უკრაინის პარლამენტის ახალი ინიციატივა, რომ ქვეყანა გახდეს „არაბლოკური“, და ასევე უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ნატოში გაწევრიანების საკითხებზე მომუშავე ეროვნული კომისიას გაუქმებას ტროუბიც ეხმიანება და ამბობს, რომ ამერიკა არასოდეს უბიძგებს არც ერთ ქვეყანას ნატოში შესვლისკენ.

„თქვენი პრეზიდენტი საუბრობს არაბლოკურ საგარეო პოლიტიკაზე. მე ვფიქრობ, რომ არაბლოკური საგარეო პოლიტიკა კარგი იდეაა. მაგრამ როდესაც ნატოს ვგულისხმობთ და ვამბობთ,რომ ნატო ასევე ბლოკია, ეს შეცდომაა. ნატო არ არის ბლოკი. ნატო ეს არის ქვეყნების ერთობა, რომელიც ურთიეთთანამშრომლობას ეფუძნება“, –ამბობს ტელბოტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი