ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ,,არა პანორამას“ მონაწილეთა საქმეზე დადგენილება უცვლელად დატოვა

10 სექტემბერი, 2015 • • 1102
სააპელაციო სასამართლომ ,,არა პანორამას“ მონაწილეთა საქმეზე დადგენილება უცვლელად დატოვა

მიმდინარე წლის 19 ივლისს პოლიციამ აქციის 10 მონაწილე დააკავა, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მათგანის ქმედება წვრილმან ხულიგნობად შეაფასა და დააკისრა ჯარიმა 100-100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია აქციის დროს გამოყენებული წარწერა, რომლითაც პროექტი პანორამა მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.

 

“სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც აქციის მონაწილეთა ბრალს გამორიცხავდა და არ გაიზიარა საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები”, – წერია საიას განცახდებაში.

 

საია გეგმავს აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი