ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ნაცემი ჟურნალისტი რასიმ ალიევი საავადმყოფოში გარდაიცვალა

10 აგვისტო, 2015 • • 1694
ბაქოში ნაცემი ჟურნალისტი რასიმ ალიევი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოცემის ცნობით, რასიმ ალიევი 8 აგვისტოს საღამოს, რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა სცემა, რა დროსაც მას ნეკნები ჩაუმტვრიეს. 

 

თავად ჟურნალისტმა, გარდაცვალებამდე, ეს თავდასხმა საფეხბურთო კლუბ “გაბალას” მისამართით კრიტიკას დაუკავშირა. კონკრეტულად კი, მან ფეისბუქში “გაბალასა” და ლარნაკას “აპოლონის” თამაშის შემდეგ ბაქოში, ფეხბურთელ ჯავიდ ჰუსეინოვის ქცევა გააკრიტიკა – მან საკუთარ გვერდზე გააზიარა ვიდეო, რომელშიც კვიპროსელი ჟურნალისტი ეკითხება აზერბაიჯანელ ფეხბურთელს ჰუსეინოვს, თამაშის შემდეგ რატომ აწია თურქეთის დროშა, რაზეც მან უპასუხა, “თურქები ჩემი მეგობრები არიან” და მედიის წარმომადგენელი შეურაცხმყოფელი ჟესტით დატოვა

 

ჟურნალისტმა ვიდეოს გაზიარების დროს დაწერა, რომ ასეთი უზრდელი ფეხბურთელები არ უნდა წარმოადგენდნენ ქვეყანას ევროპის მოედნებზე.

 

“ამის შემდეგ მას დაურეკა თავად ფეხბურთელმა, რომელმაც განუმარტა, რომ მისი ჟესტი არ იყო ნათლად გაგებული და რეალურად, იგულისხმა მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მეგობრული ქვეყნებია”, – წერს გამოცემა.

 

მან დაადასტურა ეს ფაქტი და ისიც განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს, მან ჟურნალისტთან უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მას უზრდელი უწოდეს. 

 

“მან [ალიევმა] მითხრა, რომ გაუგებრობა მოხდა და თქვა, რომ ფეისბუქზე ბოდიშს მოიხდიდა. ნორნმალურად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. რაც შემდეგ მოხდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ გამოვიძიებთ ამ საკითხს”, – განაცხადა ფეხბურთელმა. 

 

საფეხბურთო კლუბის “გაბალას” მენეჯერის ცნობით, ფეხბურთელმა ჟურნალისტი გარდაცვალებამდე საავადმყოფოში მოინახულა. 

 

სამართალმცავ ორგანოებს ამ ფაქტზე კომენტარი ან განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი