ახალი ამბები

ჯოხარ ცარნაევს ნაფიცმა მსაჯულებმა სიკვდილი მიუსაჯეს

16 მაისი, 2015 • 1199
ჯოხარ ცარნაევს ნაფიცმა მსაჯულებმა სიკვდილი მიუსაჯეს

BBC-ის ცნობით, ცარნაევს სავარაუდოდ ინდიანაში, ფედერალურ ციხეში გადაიყვანენ და განაჩენის აღსრულებას იქ დაელოდება; თუმცა, შესაძლოა, პროცესი სააპელაციო სასამართლოში წლების მანძილზე გაგრძელდეს. 

 

9 აპრილს ჯოხარ ცარნაევი სასამართლომ 30 ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, აქედან 17 ბრალდება საჯელის სახით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მასაჩუსეტსის შტატის ნაფიც მსაჯულებს უნდა გადაეწყვიტათ, რა სასჯელს მიიღებდა ცარნაევი – სიკვდილით დასჯას თუ სამუდამო პატიმრობას, თავდებით გათავისუფლების გარეშე. 


3 ადამიანი დაიღუპა და 260 ადამინი დაშავდა 2013 წლის აპრილში ბოსტონის მართონის ფინიშის ხაზთან მომხდარი აფეთქები გამო. ჯოხარ ცარნაევის ადვოკატები ამბობენ, რომ იგი ჩართული იყო აფეთქებაში, მაგრამ მთავარი როლი მისმა ძმამ ტამერლან ცარნაევმა ითამაშა. პროკურორები მიიჩნევენ, რომ ძმებს თანაბარი წვლილი მიუძღვით დაბომბვაში და ეს მათი გეგმა იყო, “დაესაჯათ ამერიკა”.

 

აფეთქებიდან რამდენიმე დღეში, როდესაც პოლიცია ძმების აყვანას ცდილობდა, ერთი პოლიციელი დაიღუპა. ასევე დაიღუპა ტამერლან ცარნაევი.


ცარნაევები წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან. მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლის წინ გადავიდა.

 

ჯოხარ ცარნაევი.  ©EPA
ჯოხარ ცარნაევი. ©EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი