ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება

28 იანვარი, 2015 • • 2109
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გიორგი ლომსაძემ საპატრულო პოლიცია პირადი განცხადებით დატოვა, ხოლო მისი მეწყვილე დავით გვიმრაძე დაწინაურდა და დღემდე აგრძელებს მუშაობას საპატრულო პოლიციაში.

 

“ერთ-ერთი პოლიციის თანმშრომელი დავით გვიმრაძე შემდგომში იყო დაწინაურებული და დღესაც წარმატებით მუშაობს საპატრულო პოლიციაში. რაც შეეხება ეკიპაჟის მეორე წევრს, გიორგი ლომსაძეს, მან კიდევ წელიწადნახევარი იმუშავა საპატრულო პოლიციაში და დაახლოებით ერთი თვის წინ საკუთარი ნებით დატოვა პოლიცია. ასე რომ, მისი განცხადბა, რომ მასზე მოხდა ზეწოლა და ამ შემთხვევის გამო იქნა გათავისუფლებული პოლიციიდან, არ შეესაბამება სიმართლეს”,- ამბობს მაჭავარიანი.

 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27 იანვარს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის დახმარებით. პარტიამ დღეს მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით შსს-ს მაღალჩინოსანი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ბერიკაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იარაღით ემუქრება.

 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა და მათ ეს ჩანაწერი ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მეშვეობით მოიპოვეს. კადრში ჩანს, რომ პატრული მოქალაქის წინააღმდეგობის მიუხედავად მას სავარაუდო დარღვევისთვის აჯარიმებს, ხოლო როდესაც იარაღს დაინახავს – აკავებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პატრულის თანამშრომელი გიორგი ლომსაძე მეორე დღესვე სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო დაკავებული გაათავისუფლეს და მეტიც, დააწინაურეს კიდეც – “დღეს ის შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მოადგილეა”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი