ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

6 ივნისი, 2019 • 1191
ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

დღეს, 6 ივნისს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გასულ კვირას ლარმა დოლართან გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 30 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.80 ლარს გადააჭარბა და 2.8023 ლარი შეადგინა.

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ 31 მაისიდან ლარმა დოლართან მიმართებით გამყარება დაიწყო.

ამჟამად, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.74 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი