ახალი ამბები

ტაქსის მძღოლებისთვის ღებვისა და ქიმწმენდის უფასო ვაუჩერების მიღების ვადა გახანგრძლივდა

24 აპრილი, 2019 • 847
ტაქსის მძღოლებისთვის ღებვისა და ქიმწმენდის უფასო ვაუჩერების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ტაქსის მძღოლებს, ვისაც ავტომობილის ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები არ აუღიათ, მათი მიღება პირველიდან 15 მაისამდე შეეძლებათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 24 აპრილს, განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან 2 კვირის განმავლობაში მძღოლები უფლებამოსილნი არიან, მიმართონ შესაბამის კომპანიას და მიიღონ გადაღებვის ან ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერები. ახლა ირკვევა, რომ დაახლოებით 1500-მა ტაქსის მძღოლმა ეს ორკვირიანი ვადა გაუშვა. რატომ, არ ვიცი. და გაუნულდათ ვაუჩერები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ და 1500 მძღოლს შესაძლბელობა ექნება, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით მიმართონ კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე და მიიღონ როგორც ფერის შეცვლის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერები”, – განაცხადა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს ლიცენზია, ავტომობილის ღებვისა და ქიმწმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცემათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი