ახალი ამბები

თებერვლის ვარდნის შემდეგ თიბისის აქციების ფასი დაახლოებით 33%-ით გაიზარდა

19 მარტი, 2019 • 1615
თებერვლის ვარდნის შემდეგ თიბისის აქციების ფასი დაახლოებით 33%-ით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციის ფასი 2019 წლის 20 თებერვალთან შედარებით, როცა ერთი აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი ღირდა, ამ დროისთვის დაახლოებით 4 ფუნტით, ანუ 33.3 %-ით გაიზარდა.

საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასმა კლება თებერვლიდან დაიწყო, მარტის დასაწყისიდან კი აქციების ფასი სტაბილურად იზრდება. თბილისის დროით 13:09 წუთზე ჯგუფის აქციები 16.5 ფუნტი ღირს. თიბისი ბანკის აქციებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ვაჭრობენ.

ფოტო: ლონდონის საფონდო ბირჟის ბოლო სამი თვის მონაცემები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 14 თებერვალს 7  პროცენტზე მეტით დაეცა.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვდა.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

საბოლოოდ თიბისი ბანკმა განაცხადა, რომ ისინი ეროვნული ბანკის მოთხოვნას სასამართლოში არ გაასაჩივრებენ და ხაზარაძე/ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი