ახალი ამბები

ეთიოპიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 157 ადამიანი ემსხვერპლა

10 მარტი, 2019 • 1123
ეთიოპიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 157 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპოიაში, სადაც დღეს დილას სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა.  ინფორმაცია ამის შესახებ “ეთიოპიის ავიახაზებმა” დაადასტურა.

კომპანიის თქმით, რომელსაც აღნიშნული ბოინგი ეკუთვნოდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადაურჩა.

თვითმფრინავი ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, თუმცა ქალაქ ბიშოფტუს სიახლოვეს ჩამოვარდა.

როგორც “გარდიანი” წყაროზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 8:38 წუთზე აფრინდა და ხმელეთთან  კავშირი აფრენიდან 6 წუთში დაკარგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი